რეზონანსი
01.09.2019

 უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მას არ მისცეს უფლება სამსახურში ველოსიპედით წასულიყო, რადგან ეს „უსაფრთხო არ არის“.

საარჩევნო პერიოდში ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში ის ველოსიპედით ივლიდა სამსახურში. ასევე სერიალ „ხალხის სამსახურში“ ზელენსკის როლის შემსრულებელი ველოსიპედით დადის სამსახურში.

„მე ამისთვის ვიბრძოდი, გულწრფელად ვამბობ, რომ მე ამის საშუალებას არ მაძლევენ. მე არ დავასახელებ იმ ადამიანების გვარებს, ვინც ჩემთვის შეიძლება საშიში იყოს. რადგან იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნამდვილად არ იყო უსაფრთხო ველოსიპედით გადაადგილება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „1 + 1“ -ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე კონსულტაციებს მეუღლესთან გადის.

„მე მისგან ვიღებ რჩევებს რთულ საკითხებზე, რადგან მას ძალიან ფხიზელი გონება აქვს. ყველას სჭირდება ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამბობს“ , - დასძინა მან.

ხუთშაბათს, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო უმაღლესი რადას პირველ შეხვედრაზე ველოსიპედით მივიდა. ის ასევე ზელენსკის ინაუგურაციაზეც ველოსიპედით მივიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×