(რეზონანსი)პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების საჭიროებას ხედავს. ამის შესახებ „როიტერსი" წერს.
დუდას განცხადებით, უკრაინას ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესეს. მათ შორის რუსეთი „დიდ რვიანიდან" გარიცხეს.
რამოდენიმე დღის წინ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა G7 -ის დაწყებამდე განაცხადა, რომ „დიდ რვიანში" რუსეთის დაბრუნების აუცილებლობას ხედავს. თუმცა, G7 -ის სამიტის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „დიდ შვიდეულში" რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ტრამპის განცხადებას შეეწინააღმდეგნენ ამერიკელი სენატორებიც. მათი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი „დიდ შვიდეულში" არ უნდა დაბრუნდეს, საქართველოს ოკუპაციაა.