რეზონანსი
31.08.2019

 (რეზონანსი)ნიუ-იორკის და პარიზის მოდის კვირეულს წელს უჩვეულო მონაწილე ეყოლება. სცენაზე გამოვა 9 წლის ბრიტანელი გოგო, რომელსაც არც ერთი ფეხი არ აქვს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მონაწილე მოდის სახლმა „Lulu et Gigi Couture"-მ აარჩია. 9 წლის დეიზი მეი დემიტრის მამა ამბობს, რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მისმა შვილმა მიწვევა პარიზიდანაც მიიღო.

გამოცემის ცნობით, გოგოს წვივების თანდაყოლილი დაავადება აქვს.

„როცა ხალხი დეიზის უყურებს ისინი არ ამბობენ „საცოდავი დეიზი", არამედ „მე მინდა მას ვგავდე, ის ხომ ასეთი ენერგიულია", - ამბობს დეიზის მამა.

მოდის კვირეული ნიუ-იორკში 8 სექტემბერს, პარიზში კი 27 სექტემბერს გაიმართება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×