რეზონანსი
31.08.2019

 (რეზონანსი)ჯგუფ spend your summer in georgia-ს ერთ-ერთი ადმინისტრატორი, მარიამ გუჯაბიძე ამბობს, რომ მათი ჯგუფის იდენტური სახელითა და ლოგოთი ყალბმა Facebook-გვერდმა ყალბი გათამაშება გამოაცხადა. ამის შესახებ გუჯაბიძემ On.ge -ს განუცხადა.

28 აგვისტოს Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეწყობოდა გათამაშება, რომელში გამარჯვებულსაც ერთი კვირის განმავლობაში თანმხლებ პირთან ერთად შეეძლო სასტუმრო Coliseum-ში დასვენება. „კონკურსში" მონაწილეობისთვის აუცილებელი იყო გვერდის მოწონება, პოსტის გაზიარება და 1-დან 5 000-მდე ნებისმიერი რიცხვის დაწერა.

ამ დროის მონაცემებით ამ პოსტს 2 200-ზე მეტი მოწონება და 3 100-ზე მეტი გაზიარება აქვს.

„სამწუხაროდ, მორიგი ყალბი გვერდია, ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს არ გათამაშებასთან", - ამბობს გუჯაბიძემ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რომელიმე ჯგუფსა თუ გვერდს ყალბ ანალოგს უქმნიან. ასე იყო თვის დასაწყისში, როცა Wizz Air-ის სახელით ამსტერდამის მიმართულებით ყალბი კონკურსის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. კომპანიას ოფიციალური განცხადების გავრცელებაც კი მოუწია.

წყარო: On.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×