(რეზონანსი) ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მოსალოდნელ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გაპრემიერების შემთვევაში „მისი დროებითი ფუნქცია იქნება მძიმე პროცესების მართვა".
„ჩემთვის ცოტა გაუგებარია - იყო ადამიანი პრემიერ მინისტრი, ხდება შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაგაპრემიერებულ გიორგი გახარიას, ივანიშვილი უკვე უმზადებს ცვლილებას და საჭირო დროს კვლავ ღარიბაშვილით შეცვლის. სხვა ახსნა ამ პოლიტიკურ როქს ვერ ექნება.
რაც შეეხება გახარიას, როგორც ჩანს, თუ ეს ცვლილება შედგება, მისი დროებითი ფუნქცია იქნება მძიმე პროცესების მართვა - კერძოდ, შესაძლოა პოლიტიკური რეპრესიები, რაც ამ უკანასკნელს კარგად გამოსდის, ხოლო მოთავისუფლებულ ველს კვლავ ღარიბაშვილს დაუთმობს.
ყველაზე ცუდი და რეგრესული ამ რიტუალურ თამაშებში კი ის არის, რომ არამმართველი პრემიერების ჭადრაკულ ცვლას მხოლოდ ზიანი მოაქვს სახელმწიფოსთვის, რასაც ბოლო წლები კიდევაც ვადევნებთ თვალს", - წერს გამზადრის ფეისბუქზე.
გავრცელებული ინფრორმაციით, გიორგი გახარიას პრემიერის რანგში ვიხილავთ. ირაკლი ღარიბაშვილს კი, შინაგან საქმეთა მინისტრის.