რეზონანსი
31.08.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმში ავტომობილების ქურდობის ფაქტზე 3 პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 2001 წელს დაბადებული ნ.ც., 2001 წელს დაბადებული გ.ხ. და 1999 წელს დაბადებული ბ.ხ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ხ.-მ და ბ.ხ.-მ მიმდინარე წლის აგვისტოში, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომიდან ჯგუფურად მოიპარეს მოქალაქის კუთვნილი ტოიოტას მარკის ავტომობილი. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

რაც შეეხება ნ.ც.-ს. გამოძიების თანახმად, მან მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მსუბუქი ავტომობილი მოიპარა. ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ის ცხელ კვალზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალი ავტომობილით მუხაესტატეში გადაადგილდებოდა. ორივე ავტომობილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×