(რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის მაუწყებლობის შესახებ დეტალებს ასაჯაროებს. გვარამია წერს, რომ მაუწყებლობას „მთავარი არხი" 9 სექმემბრიდან დაიწყებს და მუსიკალურად მას ნიკოლოზ რაჭველი შეფუთავს
„ცხადია, 9 სექტემბრამდე (ანუ ეთერში პირველად გასვლამდე), შეფუთვა დროებითი იქნება, მუსიკაც და აუდიოც. აი შემდეგ კი, და ვიმედოვნებ ძალიან მალე, გვექნება არხის ფანტასტიური შეფუთვა Dinoგან და არხის მთელ მუსიკალურ შეფუთვას გააკეთებს ჩემი უსაყვრლესი და გენიალური Nikoloz Rachveli
აი ასე ვიწყებთ და გვიყურეთ 9 სექტემბრიდან. მთავარ არხზე, გპირებით საუკეთესო ნიუსს, საუკეთესო ვიდეოს და საუკეთესო მუსიკა. უყურეთ და საკუთარი თვალებით ნახეთ, როგორ იბადება ახალი და საუკეთესო ტვ. იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება ps და ბოლოს, ესეც თქვენ ახალი მიკროფონი. სანამ შეკვეთა ჩამოვა, დროებითი უნდა აიტანოთ"- წერს გვარამია ფეისბუქზე და მიკროფონის ფოტოს აქვეყნებს.