რეზონანსი
31.08.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან, გარკვეულ საკითხებზე უმრავლესობის წევრები პოზიციებს შეაჯერებენ.

„ხვალ უმრავლესობის სხდომაა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ჩვენ კიდევ უნდა შევჯერდეთ გარკვეულ საკითხებზე და ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს. ხვალ საბოლოოდ იქნება შეჯერებული უმრავლესობის წევრების პოზიციები", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

რაც შეეხება კითხვას, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იქნება თუ არა პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენა, დეპუტატი ამბობს, რომ ანგარიშის აუცილებლად განიხილება.

„პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში აუცილებლად იქნება განხილული საშემოდგომო სესიაზე", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ სხდომას გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×