რეზონანსი
31.08.2019

 (რეზონანსი) ბათუმში, ბონის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი ქმარმა კისრის არეში დაჭრა.

კისერში რამდენიმე დაზიანებით ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუთარდა და როგორც საავადმყოფოში ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„გუშინ დაახლოების შვიდ საათზე შემოიყვანა სასწრაფო დახმარებამ 33-34 წლის ქალბატონი. მას კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა და მძიმე მდგომარეობაში იყო. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დახმარება. ამ ეტაპრზე პაციენტი ჯერჯერობით ჩვენთან რჩება, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ამბობს ექიმი გია ბექიკიანი „აჭარის ტელევიზიასთან".

პოლიციამ ქმარი უკვე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×