რეზონანსი
31.08.2019

 (რეზონანსი) რუსთავის გამგეობის წინ მოსახლეობამ აქცია-პერფორმანსი მოაწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქში კანალიზაციის მძაფრი და აუტანელი სუნია. მოსახლეობა სუნის გამომწვევი მიზეზის დადგენას ითხოვს:

„მერამდენე თვეა ქალაქში კვირაში ერთხელ ვრცელდება აუტანელი სუნი, კანალიზაციის სუნზე უარესია, ლეშის სუნს ჰგავს, ვერ გავარკვიეთ, რისი სუნია. ვერ გაჩერდები ქუჩაში და ეზოში, იძულებული ხარ, სახლში გამოიკეტო და ფანჯრები ჩარაზო, თუმცა, მაინც აღწევს.

მოსახლეობამ ბოლოს ეჭვი მიიტანა სოკოს გადამამუშავებელ ქარხანაზე და ღიად დავწერეთ.

მალევე, ქალაქის მერმა, ადგილობრივ არხს მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ უკვე ესაუბრა სოკოს გადამამუშავებელი ფაბრიკის დირექტორს, რომელმაც უთხრა, რომ სუნი შესაძლოა იყოს კვირაში ერთხელ, მაგრამ ამხელა პერიმეტრზე ვერ გავრცელდება.

ამიტომ, როგორც ქალაქის მერი ამბობს, უნდა ჩაატარონ ექსპერიმენტი, სუნის გავრცელების დროს, მერი ფაბრიკაში მივა, თანამშრომლებს ჩააყენებენ უბნებზე და ასე, ყნოსვით დაადგენენ, ფაბრიკიდან ვრცელდება სუნი, თუ არა და რა პერიმეტრზე.

იქნებ, რამე მომწამლავი ვრცელდება, ვიცით, რისი სუნია? ყნოსვით როგორ უნდა გაარკვიოს? შეამოწმონ ფაბრიკა სპეციალისტებმა, ზუსტი კვლევა დადონ - მაგრამ, მხოლოდ ეს ერთი ფაბრიკა არა, ყველა შეამოწმონ, მცირე მეწარმიდან დაწყებული, ფაბრიკებით დამთავრებული, ყველა შემოწმდეს - ეს არის ჩვენი მოთხოვნა.

თუმცა, პირველ რიგში, ვითხოვთ, ამ საზიზღარი სუნის გამომწვევი მიზეზის პოვნას და აღმოფხვრას";- განაცხადა აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა ნათია მანჯგალაძემ „ალიასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×