რეზონანსი
31.08.2019

 (რეზონანსი) სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 ადამიანი თბილისის სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი.

20 პაციენტიდან რვა „ნიუ ჰოსპიტალსში" იქნა გადაყვანილი, სამი - საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის საავადმყოფოში, ორი - ინგოროყვას კლინიკაში, ოთხი პაციენტი „პინეოში" გადაიყვანეს, სამი - გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში.

ამასთან, 17 პაციენტი სომხეთის მოქალაქეა, ორი საქართველოს, ერთი კი - აზერბაიჯანის.

ასევე, ერთმა მგზავრმა დღეს თავად მიმართა მარნეულის კლინიკას გულ-მკერდის არეში ტკივილების ჩივილით. მას შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდა და კლინიკა უკვე დატოვა.

ქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა, რის შედეგადა დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა 20.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა და გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან, ორივე მათგანი ქალია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×