რეზონანსი
31.08.2019

 (რეზონანსი) 26 მაისს ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დროს დაღუპული 16 წლის სოფის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

"გუშინ არ შემეძლო დამეწერა დეო. მძულს თარიღი, რომელიც ერთ დროს ძალიან მიყვარდა. 26. საბას დაბადების რცხვი, 26-ში საბა 26 წლის გახდა წელს. გავიდა კი არა გადაიღვენთა, გადაიწელა, გადაბინდდა და მეტად ჩამუქდა ეს სამი თვე. არდადეგები მთავრდება დეო. შენ რომ მეგულვები სოფელში ან სადმე. ოღონდ იქ არა დე, სადაც მყავხარ და ვითომ რომ არდადეგებზე ხარ წასული დეეე. მთავრდება დედა და მე ან შენ რა გვეშველება სკვიიინჩ.

ვინ უნდა წავიდეს დამოუკიდებლად სასკოლო საყიდლებზე დედიიიი. ვინ მეტყვის დიდი ვარ და ჩემით უნდა ვიყიდო რაც მინდაო. თადარიგი რით დავიჭირო დეო, შენი მეთორმეტეკლასელობის დეო. ვაი, სკოლის დაწყებას დედი, ვაი, ჩანთიანი ბავშვების დანახვას დეეე. ვაია ჩემი ყოფა დედიკონა, მაგრამ შენ სად მყავხარ დედი?!

ვიბღავლე დედი წუხელ შენს საფლავზე, გემუდარე დეო რატომ არ მესიზმრებითქო და ისეთი გნახე სიზმარში გული უფრო ამიდუღე. ჩემო ღიმილავ. შენი ლამაზი და რომ მომეჩვენა თბილი, აი ის თითები მიდგას ეს თვეებია თვალწინ. მერე შენი დაბადების პირველივე წამები, რომ გაჩნდი და ექიმს ვკითხე პატარა ცხვირი აქვსთქო? რა პატარაო, მშვენიერი სწორი და საკმარისი ცხვირი აქვსო. სალოს და საბას რომ ჩემი ცხვირი ჰქონდათ, მინდოდა შენ მამას მსგავსებოდი და მართლაც ფიზიკურად არ მგავდი დეო, მაგრამ ხასიათი სულ ჩემი გქონდა დეეე.

მერე იზრდები დედი, შენი ნაბიჯები, შენი ლაპარაკი, ბაღში წასვლა, სკოლა, და ასე როდის გამეზარდე ამხელა გოგო სოფი?! უცებ გამეზარდე და ჰა, უცებვე გამომეცალე დეო. რა იყო შენი და ჩემი ურთიერთობა დე?! რატომ დე?!" - წერს ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×