რეზონანსი
31.08.2019

 (რეზონანსი) ბათუმში, ბონის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი ქმარმა კისრის არეში დაჭრა.

კისერში რამდენიმე დაზიანებით ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევა ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა.

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

პოლიციამ ქმარი უკვე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×