რეზონანსი
31.08.2019

 სენაკში მშვიდობის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით თბილისი-სენაკიზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

სენაკელების თქმით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავმა მსხვილგაბარიტიანმა სატვირთო მანქანებმა მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხე შეუქმნა. ამასთან, არ არსებობს ტროტუარი, არ არის გაწმენდილი სანიაღვრე არხები.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ბოლო თვეში სასმელი წყლის გადასახადი 500 და მეტი ლარი მოუვიდათ, რაც 10-ჯერ მეტია წინა თვეების გადასახადთან შედარებით.

აქციის მონაწილეებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი შეხვდა. მისი თქმით, მომავალ წელს ქალაქის ცენტრალურ, მშვიდობის ქუჩაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება. რაც შეეხება მსხვილგაბარიტიანი მანქანების მოძრაობას, გზა საერთაშორისოა და მოძრაობის აკრძალვა გამორიცხულია, სანამ ალტერნატიული ავტობანი არ აშენდება.

იმედინიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×