რეზონანსი
31.08.2019

 ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ყოფილი “რუსთავი 2”-ების შესახებ შემდეგი სახის მოსაზრებას აქვეყნებს:

“ის პროცესი, რაც ახლა "რუსთავი 2"ში მიმდინარეობს, აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია, სრულიად კოხტად მოთავსებული ცხოვრებისეული ლოგიკისა და ბუნებრივი კანონზომიერების საზღვრებში: მედიამოროდიორები, რომლებიც წლების განმავლობაში პარაზიტობდნენ სხვისთვის წართმეულ ტელევიზიაში, ტოვებენ იმ სივრცეს, რომელიც მათ პატრონებს ჰქონდათ მიტაცებული.

ამ მედიამოროდიორებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ სხვისთვის უკანონოდ წართმეულ ტელევიზიაში, მაგრამ არასოდეს უგრძვნიათ მორალური დისკომფორტი ამის გამო. ისინი თვლიდნენ, რომ მათ ეკუთვნოდათ ის, რაც რეჟიმმა პატრონს ყაჩაღურად წაგლიჯა. სლოგანი – "რუსთავ იორი ჩემია” – იყო მოროდიორული სლოგანი, რადგან მათ იცოდნენ, რომ "რუსთავი ორი" არასოდეს ყოფილა მათი, იყო სხვისი და წაართვეს სხვას. წართმეულის დაჩემება კი, როგორც წესი, მინიმუმ უწესობაა. ამას ჰქვია პოლიტიკური და მედია მოროდიორობა და მათ ეს სახელი – მოროდიორები დაარქვა, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სხვას არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ "რუსთავიორელები" იყვნენ მოროდიორები. 

ისინი დღეს ამთავრებენ თავიანთ მრავალწლიან მოროდიორობას, ეს კი სრულიად სამართლიანია, თუმცა კი, ცოტა ნაგვიანევი", - წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×