რეზონანსი
30.08.2019

 (რეზონანსი)ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და თბილისის მიერ ადმინისტრირებული ტერიტორიის გამყოფ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გამგზავრებისგან.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მიმდინარე მოვლენების ფონზე, შევახსენებთ აშშ-ის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ „სამხრეთ ოსეთისა" და თბილისის მიერ ადმინისტრირებული ტერიტორიის გამყოფ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გამგზავრებისგან. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ეზღუდებათ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების „სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გამგზავრება", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დიპლომატიური წარმომადგენლობა აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თვალყური ადევნონ ადგილობრივ მედიას სიახლეების გასაცნობად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×