რეზონანსი
30.08.2019

 (რეზონანსი)"საქართველო ძლიერი ნაკრებია და ისინი იმსახურებენ ექვს ერში შესვლას, არ აქვს მნიშვნელობა ხვალ ისინი მოიგებენ თუ დამარცხდებიან, მე არაერთხელ მითქვამს და ვამბობ, რომ ქართველები ექვს ერში თამაშს იმსახურებენ, - ასეთი განცხადება გააკეთა შოტლანდიელთა მწვრთნელმა ვარჯიშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ჩვენი დონის ქვეყანა პირველად ჩამოვიდა საქართველოში, ვიცით, რომ ქართველებს ერთ-ერთი საუკეთესო მორკინალები ჰყავთ და ჩემს მორაგბეებს საკმაოდ დიდი ძალის დახარჯვა მოუწევთ, ჩვენ ვიცით, რომ რთული მატჩი გველის", -აღნიშნა მან

თაუნსენდის აზრით, "საფრანგეთთან პირველ თამაშში ფიზიკურად არ ვყოფილვართ კარგად მომზადებულები და ამან გამოიწვია ჩვენი მარცხი, ხოლო მეორე მატჩში ეს ყველაფერი დავხვეწეთ, ქართველი მორაგბეები თამაშში დიდ ემოციას და ენერგიას დებენ და ჩვენი მთავარი მიზანი დაცვაში კარგი თამაში იქნება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×