რეზონანსი
30.08.2019

 (რეზონანსი) პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება თბილისის შემდეგ რუსთავში მოხდება.

ფილმის ეპიზოდების გადაღება 3 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით არის დაგეგმილი. გადაღებებისათვის მზადება მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზე უკვე დაწყებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს" რუსთავის მერიაში განუცხადეს, 4 დღის განმავლობაში აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება და პარალელური ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, კერძოდ, კლდიაშვილი, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" არსებობის ისტორიაში უპრეცედენტოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×