რეზონანსი
30.08.2019

 (რეზონანსი) „სოფელი უისტა (წნელისი) ყოველთვის იყო „სამხრეთ ოსეთის" შემადგენლობაში და მის შემოგარენში ქართული ძალოვანი სტრუქტურების ყოფნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირდაპირი საფრთხეა", - განაცხადეს დე ფაქტო ხელისუფლების КГБ-ში საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის განცხადების საპასუხოდ.

დე ფაქტო ხელისუფლების КГБ აღნიშნავს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში „სამხრეთ ოსეთში" საქართველოს პოლიციის გამოჩენა ყოველთვის იწვევდა ნორმალური საცხოვრებელი პირობების გართულებას და შეიარაღებული კონფლიქტის მომასწავებელი იყო.

„მიგვაჩნია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტის ჩორჩანას მცხოვრებთა პრობლემების მოგვარებით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დაკავებულები უნდა იყვნენ უშუალოდ ჩორჩანაში და არა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე, სოფელ უისტას შემოგარენში. მიგვაჩნია, რომ ევროპული და საერთო საკაცობრიო ფასეულობები რომლებთან აპელირებაც საქართველოს ხელისუფლებას ძალიან უყვარს, ცალსახად მიუთითებს რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უფლებაზე იცხოვრონ მშვიდობიანად და თავისუფლად საკუთარ მიწაზე", - ნათქვამია „КГБ"-ს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×