რეზონანსი
30.08.2019

 (რეზონანსი) სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს. შესაბამისი განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.

„სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელი რჩება - ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი. ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის დაყენება, რომ ხალხმა ამ სოფელში თავი დაცულად იგრძნოს", - განაცხადა ბიბილოვმა, რომელიც მოლაპარაკებების ადგილზე თავადაც მივიდა და სოფელ წნელის მოსახლეობას შეხვდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×