რეზონანსი
30.08.2019

 (რეზონანსი) საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ისინი არ აპირებენ ულტიმატუმის ენით საუბარს და ეს იყო ჟურნალისტების ინტერპრეტაცია - განაცხადა წნელისის შეხვედრის დასრულების შემდგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბოცვაძემ.

წნელისში შეხევდრას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, საერთაშორისო დამკვირვებლების, დეფაქტო რეჟიმისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარეობდა.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ საუბარი შედგა კონსტრუქციულ გარემოში, მშვიდ ვითარებაში. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ისინი არ აპირებენ ულტიმატუმის ენით საუბარს და ეს იყო ჟურნალისტების ინტერპრეტაცია. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს და ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გარკვეული კითხვები ბლოკპოსტის ლოკაციასთან დაკავშირებით დაისვა, თუმცა არგუმენტები, რატომ არ უნდა იყოს აქ ბლოკსაგუშაგო ვერ მოვისმინეთ. ბლოკპოსტი რჩება აქ და ჩვენი ბიჭები განაგრძობენ უსაფრთხო გარემოს უზრუნვლეყოფას", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×