რეზონანსი
30.08.2019

 (რეზონანსი) „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუქზე სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

„ახლა არავინ გულუბრყვილო ბავშვები აღარ ვართ რათა ვერ მივხვდეთ, როგორ ცდილობს ივანიშვილი კრემლიდან, ქართველთმოძულე სურკოვის თანადგომით, ჩორჩანას ტყეში პლაცდარმის შესანარჩუნებლად ატეხილი აჟიოტაჟით, წინასაარჩევნოდ, ხალხს დაავიწყოს თუ როგორ შემოაღობინა პუტინს საქართველოს გული,როგორ მიითვისა ოკუპანტებს გადარჩენილი დანარჩენი ქვეყანა კერძო ბიზნესად,როგორ გააჩუქა დავით გარეჯი,როგორ დათხარა თვალები ბავშვებს და სხვა და სხვა მრავალი.ჩორჩანაში კი არა რაც შეიარაღებული ძალები გაგვაჩნია ყველა უნდა განლაგდეს საოკუპაციო ხაზზე და როცა მთელი ეს ზოლი გადაიქცევა პლაცდარმად, მერე ვნახოთ როგორ შეღობავენ მიწას და როგორ მოგვიკლავენ ტატუნაშვილებს,მაგრამ პუტინის მოთხოვნით გამოყვანილ სპეცრაზმებს რა თქმა უნდა პუტინის გოშია ბიძინა იქ უკან ვეღარ დააბრუნებს,აი ესაა თანემედროვე ისტორიული ტრაგიზმი,რაც უსწრაფესად უნდა დავამთავროთ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×