რეზონანსი
30.08.2019

 ამერიკული გიგანტი სამ ახალ iPhone-ს  და განახლებულ iPad-ს, MacBook Pro-სა და Apple Watch-ს წარადგენს. განახლებული MacBook Pro ბოლო სამი წელიწადია, არ გამოსულა. პრეზენტაცია სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართება, რომელიც კალიფორნიაში, კომპანიის შტაბბინაში მდებარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

გარდა ამისა, კომპანია წარადგენს აქსესუარების ახალ მოდელებსაც – AirPods და HomePod. აგრეთვე Apple TV-ის, Mac და Apple Watch-ის ეკრანებისა და Apple TV + video და Apple Arcade-ს სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებულ ვერსიებს.

ცენტრალური ელემენტი კი მაინც iPhone-ის ახალი მოდელებია. როგორც Bloomberg-ი წერს, მოწყობილობების ახალი მოდელები, როგორც წესი, პრეზენტაციიდან ორი კვირის შემდეგ ეშვება გაყიდვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×