რეზონანსი
30.08.2019

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული ქალის სასამართლო პროცესი იმართება.

სასამართლო პროცესამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს საქმის პროკურორმა და ბრალდებულის ადვოკატმა.

თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი მოითხოვს, რომ ექსპერტიზის დასრულებამდე მას აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდოს და ამბობს, რომ იმ პერიოდში ვიდრე ექსპერტიზა დასრულდება საძაგლიშვილს მაინც მოუწევს იზოლირებულ მდგომარეობაში ყოფნა.

„დანიშნულია სტაციონალური ექსპერტიზა. მას არ ახსოვს არაფერი. მეხსიერებიდან ამოვარდნილი აქვს ეს ფაქტი. მე რაც მითხრა, ის არის, რომ მას არ ახსოვს არაფერი. ის იქვე ახლოს ცხოვრობს და მისული იყო მაღაზიებში ნივთების დასათვალიერებლად. ამჟამად მას დაბინდული აქვს გონება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჯერ არ შეუფარდონ არანაირი აღკვეთის ღონისძიება", - განაცხადა ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ.

საქმის პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე კი აცხადებს, რომ პროკურატურა აღკვეთი სახით პატიმრობას მოითხოვს.

3 წლის ბავში პეკინიზ გამზირზე 27 აგვისტოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, რა დროსაც მას ქალმა ბასრი საგანი დაისვა და სახე დაუსერა. ქალი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ 1967 წელს დაბადებული თ.ს. რამდენიმე საათში დააკავა. მის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს და ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუმცა, არსებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×