(რეზონანსი) 2019 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა.
აბიტურიენტებს ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.
სახელმწიფო გრანტი 6 546-მა სტუდენტმა მოიპოვა; სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4 777 სტუდენტი ჩაირიცხა.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 1 335 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ. სააპელაციო განაცხადი 3 000-მდე აბიტურიენტმა შეიტანა და მათგან ქულა 648 აპლიკანტს შეეცვალა.
ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა. ყველა ცენტრი აღჭურვილი იყო გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.