(რეზონანსი) რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბიჭი გადმოვარდა.
როგორც კორპუსის მცხოვრებლებმა განაცხადეს, მომხდრზე მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ქუჩიდან ყვირილის ხმა შემოესმათ და ამბის გასაგებად საცხოვრებელი სახლის ეზოში გავიდნენ.
"გარეთ რომ გამოვედი ბავშვს ასულიერებდნენ, კიბეზე წყალს ასხამდნენ", - განაცხადა დაშავებული მცირეწლოვანის მეზობელმა "ინფო რუსთავთან".
ადგილობრივების ინფორმაციითვე, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიჭი ცენტრალურ გზაზე მოძრავი ავტომობილის მძღოლმა შენიშნა და მშობლებს დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანაში დაეხმარა.
მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სსკ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.