რეზონანსი
30.08.2019

 ოსური მხარის ულტიმატუმი, ქართულ მხარეს დღეს, 30 აგვისტოს დილის 6-ზე საგუშაგო პოსტი დაეშალა, თბილისმა არ შეასრულა და მოსი გამაგრება გრძელდება. ამ დროისთვის ქართველი პოლიციელები სოფელ ჩორჩანაში რჩებიან.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა და სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს ასაღებად დრო 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე მისცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ  ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა: 

„ეს ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და ცალსახად ეს საკითხი (ბლოკპოსტის დაშლა) არც კი განიხილება”, - განაცხადა დარსალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×