რეზონანსი
30.08.2019

დან­გრე­უ­ლი სახ­ლის ნან­გრე­ვე­ბი­დან 8 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვია. გა­დარ­ჩე­ნი­ლია 7 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა შო­რის ხუთი ბავ­შვია. ნა­წი­ლობ­რივ დან­გრე­უ­ლი სახ­ლის ყვე­ლა მცხოვ­რე­ბი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია. სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ყვე­ლა და­კარ­გუ­ლის პოვ­ნამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

დრო­გო­ბიჩ­ში 29 და 30 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღე­ე­ბია. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა სახ­ლის აუ­დი­ტის ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.დრო­გო­ბიჩ­ში ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის ერთი სა­დარ­ბა­ზო 27-დან 28 აგ­ვის­ტომ­დე ღა­მით ჩა­მო­ინ­გრა. თა­ვი­დან მი­ზე­ზად გა­ზის აფეთ­ქე­ბა და­სა­ხელ­და, თუმ­ცა სახ­ლის გარ­შე­მო მთე­ლი ზო­ნის შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ სხვა ვერ­სი­აც გაჩ­ნდა.

სახ­ლის ნა­წი­ლის ჩა­მონ­გრე­ვის გამო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი და ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. მათ მი­მართ სამი სხვა­დას­ხვა მუხ­ლით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 5-დან 12 წლამ­დე სას­ჯელს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×