რეზონანსი
30.08.2019

 უცხოეთში მცხოვრები სალომე ხოფერია ემიგრანტობის მძიმე ხვედრზე წერს:

"ემიგრანტობა რთულია, მით უფრო რთულია, როდესაც გიყურებენ თითქოს შენს სამშობლოში არაფერი არსებობს! გაოცებული ვუსმენ ხოლმე, როდესაც მეკითხებიან რაიმეს საქართველოზე – "საქართველოში ზღვა გაქვთ?”, "პოლიცია არსებობს?”, "რას ჭამთ?”, "თქვენთან დაბადების დღე იციან?!”, "დღესასწაულებს როგორ აღნიშნავთ?”

ისე მიყურებდნენ როგორც უცოდინარს, ვისაც არ უნახავს არაფერი და არ იცის არაფერი, უბრალოდ სასაცილოა, ასეთი ისტორიის მქონე ერი, ასეთ ხალხთან მოსამსახურედ რომ ვმუშაობთ!!! აღარ ვარგივართ არაფრად, ჩვენს მოხუცებს უპატრონოდ ვტოვებთ, ისინი ხომ ფულს არ გვიხდიან ამაში, აბა, რა, რატომ უნდა მივხედოთ. ვაი, ჩვენს თავს. სამაგიეროდ, ესენი გვიხდიან ფულს და თან თითის ტკაცუნით გვატრიალებენ!

ჩვენი მოხუცები დიდ სიყვარულს გვჩუქნიან და გვლოცავენ, ჩემთვის ეს სრულიად საკმარისია. ჩემი ბებო მენატრება, თვალცრემლიანი რომ მიყურებს კამერაში და ეკრანიდან მეფერება. ჩემი მიწა ჩემი საქართველო დაიფარე, უფალო, არსად მეგულება სხვა შენზე ტკბილი, სამშობლოვ.

ყველა ემიგრანტს გისურვებთ მშვიდობას ჯანმრთელობას და გამძლეობას. დაეფასებინოთ თქვენი შრომა თქვენს ოჯახებს და მალე დაბრუნებულიყავით შინ მშვიდობით ისე, თქვენს გულს რომ გაუხარდება”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×