რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი)უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ალექსეი გონჩარუკი დაამტკიცა. მას მხარი 290-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის ახალმა მეთაურმა ეკონომიკურ პრობლემებზე ილაპარაკა, მათ შორის სახელმწიფოს ვალებზე, რომლის დაფარვასაც ის უახლოეს წლებში გეგმავს.

უკრაინული მედია გონჩარუკის გაპრემიერებაზე ჯერ კიდევ ივლისში წერდა. პოლიტიკური კარიერა მან პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს დაიწყო. ის პირველი ვიცეპრემიერის მრჩეველი იყო და ამავდროულად - ეკოლოგიის მინისტრის უშტატო მრჩეველიც. ამასთა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ზელენსკის კრიტიკით, თუმცა ის ახალ ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ბოგდანმა მაინც მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა პოსტი გუშინ დატოვა. მან ამის შესახებ ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×