რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) მონაკოში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრის გარდა, 2018-2019 წლების სეზონი შეჯამდა.

ტრადიციულად, გამოავლინეს საუკეთესოები ამპლუების მიხედვით:

საუკეთესო მეკარე - ალისონი („ლივერპული");

საუკეთესო მცველი - ვირჯილ ვან დეიკი („ლივერპული");

საუკეთესო ნახევარმცველი - ფრენკი დე იონგი („აიაქსი");

საუკეთესო ფორვარდი - ლიონელ მესი („ბარსელონა").

ცერემონიის კულმინაცია გახდა ქალებსა და კაცებში 2018-2019 წლების საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა „ლიონის" ფორვარდი ლუსი ბრონზი, კაცებში გამოარჩიეს „ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი, რომელმაც დაამარცხა ორი ლეგენდა - კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×