რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი)ირინა სარიშვილი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტს, მის გამო ატეხილ მღელვარებას საზოგადოებაში შემდეგნაირად ეხმიანება:

"ჯერ სახეგადასერილი ბავშვის მშობლებს ვეცით - აუ მე რო იმის ადგილას ვყოფილიყავი გავფატრავდი იმ ქალსო, თითქოს დასისხლიანებული ბავშვის დანახვაზე მშობელს ბავშვი უნდა მიეტოვებინა და იმ ქალს გაკიდებოდა მოსაკლავად;

მერე წავიდა ვარიაციები ვინ რამდენ ნაჭრად აკუწავდა და ვინ რამდენ ადგილას გათხრიდა დანას ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს და ამას ყველაფერს ქალბატონები დედობრივი ინსტიქტით და მამაკაცები კაცობით და მამობით ხსნიდნენ, არადა დედობრივი ინსტიქტს და კაცობას უნდა ემუშავა ამ შემზარავი ფაქტის თვითმხილველებში, რომლებიც მშვიდად აგრძელებდნენ გზას ამ ყველაფრის დანახვის მიუხედავად და ამ სულიერად ავადმყოფმა ქალმაც მშვიდად და არა სირბილით გადაკვეთა ქუჩა.

მე ასეთმა პოსტფაქტუმ აგრესიამ და იქ მყოფ გამვლელთა გულგრილობამ უფრო შემზარა, ვიდრე ამ ფსიქიურად აშლილი ქალის მოქმედებამ, ქალის, რომელიც ქუჩაში არ უნდა დადიოდეს და რომ დადის, ამაზე სახელმწიფოა პასიხისმგებელი და არა თვითონ, რომელიც თავის საქციელზე პასუხს ვერ აგებს!

ჩვენ კი რას ვაკეთებთ?! ჩვენ - ვინც არ ვითვლებით ფსიქიურად აშლილებად?! ჩვენ - ვინც დედობრივ ინსტიქტს და კაცობას ამოფარებული იქ, ქუჩაში ამ ფაქტის შემყურე ვაგრძელებთ მშვიდად გზას, მობილურზე საუბარს და მერე კი შოკში ჩავარდნილ მშობლებს ვლანძღავთ და იმ სულიერად ავადმყოფ ქალზე იმისთანებს ვწერთ, იმ ქალის საქციელი ამასთან იავნანაა!

არასოლიდარული, არაადეკვატური ციციკორეების საზოგადოება..."

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×