რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრებ 84 წლის დათა ვანიშვილს უკვე მერვე წელია საკუთარი ოჯახის წევრებისგან, ნათესავებისა და მეგობრებისგან რუსული ოკუპაციის სიმბოლო - მავთულხლართები ჰყოფს.

2011 წელს საოკუპაციო ძალების მიერ ე. წ სასაზღვრო ზოლის მონიშვნის შედეგად დათა პაპას საცხოვრებელი სახლი თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოექცა, ოკუპანტების მიერ არაერთი დაშინებისა და მუქარის მიუხედავად, მას სახლის დატოვება არც უფიქრია. დღეს კი თავის თავს საკუთარ მიწაზევე უდანაშაულო პატიმარს უწოდებს.

„რა დავაშავე, ამაზე დიდი სასჯელი არ არსებობს - ჩემივე სახლში პატიმრად ვარ ქცეული. ყოველ დილით ამ მავთულებს ვუყურებ და გული მტკივა. მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები, ცხვირწინ მაქვს ჩემი მამაპაპისეული 1 ჰექტარზე მეტი ნაკვეთი, მაგრამ მიახლოებასაც ვერ ვბედავ. მთელი ჩემი ცხოვრება შრომაში გავატარე, ახლა კი ერთი ძროხის ამარა დარჩენილს მიწის ნაკვეთი ოცნებად მაქვს ქცეული, მოვიყვანდი მოსავალს და ასეთ გაჭირვებაშიც აღარ ვიქნებოდი", - ამბობს დათა პაპა „კვირასთან" და თვალზე მომდგარ ცრემლს იშორებს

დათა პაპა არც რუსული პასპორტის აღებას დათანხმდა, რის გამოც თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვს. მუქარისა და ზეწოლის მიუხედავად, ამბობს, რომ ქართულ პასპორტს არ გაცვლის, რადგან მისი სამშობლო საქართველოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×