რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსიდან" მერაბ ბლადაძემ ფეისბუქში მოქალაქეს აგინა.

ბლადაძემ მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა თავისი პოსტის კომენტარებში მიაყენა. კომენტარების ფოტოები „აჭარის ტელევიზიამ" გაავრცელა. ამჟამად პოსტი აღარ იძებნება.

როგორც ბლადაძემ On.ge-ს უთხრა, მოქალაქე "მის პირადს შეეხო", რის გამოც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გარდა ამისა, დეპუტატის განმარტებით, "გინების მაგალითი ნიკა გვარამიამ მოგვცა".

მერაბ ბლადაძის თქმით, მისი ქმედება არასწორი იყო და საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა უარს ამბობს, ბოდიში მოუხადოს მოქალაქეს, რომელსაც აგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×