რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) პუტინმა კიდევ ერთხელ დახურა ყველა სასიცოცხლო გზა საქართველოსკენ, - ამის შესახებ განცხადებას მომღერალი ბუბა კიკაბიძე რადიო „თავისუფლების" უკრაინულ განყოფილებასთან აკეთებს.

„პუტინმა კიდევ ერთხელ დახურა ყველა სასიცოცხლო გზა საქართველოსკენ, უარი თქვა ქართული ღვინოების მიღებაზე. ისე იგრძნობა, რომ მას სურს, ჩვენ მუხლებზე დაგვაყენოს. ყველამ უკვე იცის, გესმით, რომ მათგან კარგი არაფერი შეიძლება იყოს მოსალოდნელი. ხალხს არ ვგულისხმობ. რუს ხალხს საერთო არაფერი აქვს ამასთან. ვგულისხმობ კრემლს, კრემლის პოლიტიკას", - თქვა კიკაბიძემ.

არტისტისთვის სრულიად გასაგებია საქართველოს მოსახლეობაში არსებული ანტირუსული სენტიმენტები.

„მათ ახსოვთ ქართულ-რუსული ომი, რის შედეგადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გადაიქცნენ არაღიარებულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად".

„სამხრეთ ოსეთს სახელწოდებით მდებარე ტერიტორია არ არის ოსეთი, ეს არის საქართველოს ცენტრი და მას ეწოდება სამაჩაბლო. იქ, სადაც ახლა მავთულხლართებია და ყოველ 2-3 დღეში ისინი რამდენიმე მეტრით წინ მოძრაობენ, ასეთი მცოცავი ანექსია ხდება. ხალხი ცხოვრობს იქ, ზოგი უკვე აქეთ არის, მავთულხლართების მიღმა, ხოლო ცოლის საფლავი მეორე მხარეს აქვს, ეკლესია, მეორე მხარეს აქვს, ბაღები, მიწები. იქ ისინი მუშაობდნენ" - ამბობს ვხატანგ კიკაბიძე.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×