რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ერგნეთის შეხვედრა დღესაც ჩაშალეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ცხინვალის წარმომადგენლებმა ჩორჩანას ინციდენტის განხილვისას წამოაყენეს ულტიმატუმები და დაემუქრნენ აი პი არ ემის ფორმატის ფუნქციონირებას. ოსური მხარე ჩორჩანის ტყეში ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტის გაუქმებას ითხოვდა, რაზეც ქართული მხარისგან უარი მიიღო:

„ამ საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ აი პი არ ემის ფორმატის ფუნქციონირებას" - განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა.

მისივე განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას აკისრებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი, 95-ე სხდომის დღის წესრიგში სულ 10 საკითხი იყო განსახილველი, მათ შორის გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობის საკითხები, თუმცა შეხვედრა ჩორჩანას ინციდენტის განხილვისას ჩაიშალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×