რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) "ბიძინა ივანიშვილს სისტემა თავზე დააჯდა, მიხეილ სააკაშვილთან ეს ვერ მოახერხეს და ამიტომ გადააგდეს მიშა სააკაშვილი. სისტემა რას ფიქრობს? იმას რომ მთავარია დღეს გადავრჩე ხელისუფლებაც რომ შეიცვალოს", - ამის შესახე განცხადებას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აკეთებს.

„ბოდიში, სისტემას არ გადაუგდია მიხეილ სააკაშვილი მაგრამ, სისტემამ უიმისოდ გააგრძელა არსებობა. მიშა გადავარდა და გააგრძელა არსებობა. სისტემა მოვიდა და თავის შეთავაზება გაუკეთა ახალ ხელისუფლებას. ხელისუფლებამ ამაზე ხელი მოაწერა.

მეტსაც გეტყვით, სისტემა დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის დროს იყო. იქ მაინც პოლიტიკა ახერხებდა სისტემაზე დომინირებას. ახლა პირიქით არის. სისტემა დომინირებს პოლიტიკაზე", - განაცხადა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×