(რეზონანსი) „ფორმულა კრეატივის" დაფუძნებული ტელევიზია ეთერში პირველი ოქტომბრიდან გავა. ამის შესახებ On.ge-ს არხის მომავალმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, არხი სრულყოფილ მაუწყებლობაზე ეტაპობრივად გადავა.
ფორმულამ მაუწყებლობის უფლება დღეს, 29 აგვისტოს მიიღო. არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუები და გასართობი პროგრამები გავა. გუნდის დაკომპლექტება უკვე დაწყებულია.
ფორმულა კრეატივმა არხის გახსნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ არხი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით იქმნება.
ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებს. ის ასევე ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა.