რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) ბრალდებულმა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, გაასაჩივრა.

როგორც ბიზნესმენის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა, მისი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ის ავთანდილ წერეთლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.

"მიგვაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. საფრთხე იმისა, რომ ის მიემალება გამოძიებას, ან მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს, არ არსებობს. საჩივარში ვცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ თავად ბრალდების დადგენილების აღწერილობითი ნაწილი არ შეესაბამება იმ დასკვნებს, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს.

საჩივრის განხილვის ვადები გარკვეულ ტექნიკურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული და ალბათ, დაახლოებით, 5-6 დღე დასჭირდება. რაც შეეხება გადახდის საკითხს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებით", - განაცხადა წერეთელმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×