რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ შინაგან მინისტრი გიორგი გახარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თანამდებობას შეინარჩუნებს. მისი თქმით, გახარიას დანიშვნა ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე გადაიფიქრა.

"ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ გახარიას გაპრემიერება ძირს გამოუთხრის "ქართულ ოცნებას". ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას საარჩევნო კამპანიის ორგანიზებას დაავალებენ. დიდი ალბათობით, გახრია შს მინისტრის თანამდებობას აჩევნებამდე შეინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მის მიმართ მკვეთრად გამოხატული ნეგატიური განწობა არსებობს",- განაცხადა ლია მუხაშავრიამ "2020NEWS" -თან.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ შს მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×