რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, „დიდ შვიდეულთან" რუსეთის მიერთების შესაძლებლობაზე ღია წერილით მიმართავენ და აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი „დიდ შვიდეულში" არ უნდა დაიშვას, ვიდრე რუსეთის მთავრობა არ გადადგამს ცალსახა ნაბიჯებს იმის დასადასტურებლად, რომ საერთაშორისო არენაზე პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე იქნება.

სენატორები პრეზიდენტ ტრამპს ახსენებენ, რომ „დიდი რვიანიდან" გარიცხვის შემდეგ რუსეთის ფედერაცია კვლავ არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და მათ შორის, ერთ-ერთ მაგალითად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია მოჰყავთ.

"პრეზიდენტი პუტინი არანაირ გარემოებებში არ შეიძლება დავუშვათ „დიდ შვიდეულში", ვიდრე რუსეთის მთავრობა არ გადადგამს ცალსახა ნაბიჯებს, რომელიც დაადასტურებს მის მზადყოფნას საერთაშორისო არენაზე პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშე იყოს. უფრო მეტიც, „დიდი რვიანიდან" გარიცხვის შემდეგ რუსეთის მთავრობა თანმიმდევრულად გვაჩვენებს, რომ მუდმივად არღვევს საერთაშორისო ნორმებს და კანონის უზენაესობას, მათ შორის: მავნებლური ზეგავლენა მოახდინა აშშ-ის არჩევნებზე 2016 და 2018 წლებში, აქვს მრავალრიცხვოვანი და სისტემატიური მცდელეობები ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში; ბოროტად ერევა ევროპაში, ჩვენი უახლოესი მოკავშირების დემოკრატიულ პროცესებში; ბრიტანეთში 2018 წელს განახორციელა თავდასხხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით; აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას; მუდმივად უწევს სამხედრო და სხვა მხარდაჭერას ავტორიტარულ მთავრობებს მთელ მსოფლიოში, ისეთებს როგორებიც არიან ასადის და მადუროს რეჟიმები; ასევე ახორციელებს რუსეთში უმცირესობების ჯგუფებისა და პოლიტიკურ მოწინაღმდეგეების ფართო დევნას",- ნათქვამია სენატორების წერილში.

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრაპი მხარს უჭერს, რომ „დიდ შვიდეულში" რუსეთი კვლავ გაწევრიანდეს და ორგანიზაცია ისევ „დიდ რვიანად" გადაიქცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×