რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) "რუსთავი 2"- ის ამბავს იმდენად განვიცდი და ცუდად ვარ, საერთოდ აღარ ვრთავ ტელევიზორს, - ამის შესახებ განცხადებას მომღარალი ბუბა კიკაბიძე აკეთებს.

„ბიძინა ივანიშვილმა თქვა, "რუსთავი 2"-ს თუ გამორთავთ, ქვეყანაში მხოლოდ აღმშენებლობას დაინახავთო, ველოდები, აბა, აღმშენებლობა?!. "რუსთავი 2"- ის ამბავს იმდენად განვიცდი და ცუდად ვარ, საერთოდ აღარ ვრთავ ტელევიზორს. ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა, შესანიშნავი ჟურნალისტები არიან, პროფესიონალიზმით გამორჩეული და საერთოდ ვთვლი, რომ ნიკა გვარამიას მსგავსი მენეჯერი, საქართველოში მეორე არ არის! მე მაინც ოპტიმისტი კაცი ვარ და მჯერა, რომ მალე გახსნიან ახალ ტელევიზიას და ყველაფერი კარგად იქნება! თუ რამეში დავჭირდი, გვერდით დავუდგები, ჩემი თავი ენაცვალოთ მაგათ!", - ამბობს ბუბა კიკაბიძე „კვირისპალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×