რეზონანსი
29.08.2019

 პეკინის გამზირზე, ბავშვის დაჭრის ბრალდებით დაკავებულის ვინაობა და სხვა დეტალები გახდა ცნობილი. დაკავებული 51 წლის თამარ საძაგლიშვილია, რომელიც ბოლო პერიოდში მარტო ცხოვრობს, ხოლო მისი დედა შეკვეთილში, სასტუმროს მფლობელია და სეზონის გამო იქ უწევს ყოფნა.

ირკვევა ისიც, რომ თამარ საძაგლიშვილი მართლაც მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, თუმცა იყო ადეკვატური და მისი მხრიდან ჩადენილი საქციელი ყველასთვის გასაკვირი და შოკისმომგვრელია. მათი ინფორმაციით, ბრალდებული სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა.

„ვნახეთ კადრები და შოკში ვართ, არ ვიცით რა და როგორ მოხდა. ცხოვრობდა მშვიდად, არასოდეს მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. რა მოხდა გუშინ გვიჭირს საუბარი. თამარ საძაგლიშვილს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ძირითადად სახლში იყო და ხატავდა, სულ ეს არის რის თქმაც შემიძლია”, - უთხრა "მაესტროს" ოჯახის ახლობელმა ციური ჯიქიძემ.

დაკავებულის დედა მანანა ჩხიკვაძე ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რა გზით დააპირებს მისი შვილის დაცვას და არც ადვოკატის აყვანის შესახებ მიუღია გადაწყვეტილება. იგი 51 წლის თამარ საძაგლიშვილს გუშინ საღამოს ესაუბრა და მომხდარის შესახებ მისგან არაფერი შეუტყვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×