რეზონანსი
29.08.2019

 თურქეთში ქართველ „კანონიერ ქურდს“ გურამ ჩიხლაძეს, იგივე „კვეჟოვიჩს“ ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა გავლენიან კრიმინალურ „ავტორიტეტთან“ ნადირ სალიფოვთან (ლოტი გული) შეხვედრის დროს მოხდა. რუსული მედიის ცნობით, „კვეჟოვიჩს“ 2017 წელს სტამბულში მოკლული „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯაინიევის გარემოცვასთან ახლობლობა არ აპატიეს. პრესა წერს, რომ გურამ ჩიხლაძეს ნადირ სალიფოვის გარემოცვა გაუსწორდა, რომელთა სახელიც როვშან ჯანიევის მკვლელობასთან არის დაკავშირებული. 

ბოლოს გურამ ჩიხლაძის სახელმა გასული წლის იანვარში გაიჟღერა, როდესაც ის მოსკოვში ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩიხლაძე წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა, მას ქვეყანაში არალეგალურად ყოფნას ედავებოდნენ. 

გურამ ჩიხლაძე „კანონიერ ქურდად“ 16 წლის ასაკში აკურთხეს. მის სახელს უკავშირდება ქურდულ სამყაროში ერთ-ერთი გახმაურებული შურისძიება.

მის „კარიერაში“ დიდი როლი ითამაშა 1994 წელს მომხდარმა ფაქტმა, როდესაც 9 წლის გურამ ჩიხლაძის თვალწინ ჩაცხრილეს დედა და მამა (ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ავთო ჩიხლაძე, იგივე „კვეჟო“). შემთხვევა მოსკოვში, ჩიხლაძეების ბინაში მოხდა. მაშინ თავდამსხმელებმა, ასევე, ესროლეს 9 წლის გურამ ჩიხლაძესაც, თუმცა ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×