რეზონანსი
28.08.2019

 (რეზონანსი) Apple-მა თავისი ხმოვანი ასისტენტის Siri-ის ჩანაწერების მოსმენის გამო მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა. კომპანიამ ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა და კონფიდენციალობის პრაქტიკასთან დაკავშირებით ცვლილებები დააანონსა.

The Verge-ის ინფორმაციით, Apple-ი ხმოვანი ასისტენტის ჩანაწერების მოსასმენად ადამიანურ რესურსს იყენებდა და მათ სამუშაოს შესასრულებლად თანხას უხდიდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამის მიზეზი Siri-ს მომსახურების გაუმჯობესება იყო.

Apple-ის განცხადებით, ისინი Siri-ის ჩანაწერებს აღარ შეინახავენ, მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ გამოიყენებს თუ არა ასისტენტი მათ ჩანაწერებს. თუ მომხმარებელი სურვილს გამოთქვამს Siri-ის გასაუმჯობესებლად მისი ხმოვანი ჩანაწერები გამოიყენონ, მაშინ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ Apple-ის თანამშრომლებს ექნებათ.

The Guardian-ის ინფორმაციით, Apple-ი ხმოვანი ასისტენტის ჩანაწერების მოსასმენად კონტრაქტორებს ქირაობდა. მათ კი ისეთ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, რომელიც ხშირად პირადი ცხოვრების დეტალებს შეიცავდა. ცნობილია, რომ კონტრაქტორები დღეში 1,000-მდე ჩანაწერს უსმენდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×