რეზონანსი
28.08.2019

 (რეზონანსი)თბილისში 5-მა შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა ამაღლების ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი დააყაჩაღა. ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში მყოფები გაკოჭეს, დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასეულობა კი დაყაჩაღებული ოჯახის კუთვნილი ავტომობილით წაიღეს. კერძოდ, საუბარია 60 000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობასა და ნაღდი ფულის სახით 20 000 ლარზე.

არსებული ინფორმაციით, მოპარული ავტომობილი ნაპოვნია, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×