რეზონანსი
28.08.2019

  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს. ზვიად კორძაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რისი დამტკიცებას ცდილობს თადუმაძის უწყება.

„ვეღარ ვხვდები რას ამტკიცებს პროკურატურა. ჩვენ გამოვაქვეყნეთ დოკუმენტები რომლებიც მიღებული გვაქვს პროკურატურიდან და რომლიდანაც ჩანს რომ ერთის მხრივ პროკურატურის შუამდგომლობა, მეორეს მხრივ ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია, მესამე მხრივ სასამართლო განჩინება. თუ არკვევენ პირველმა ვინ მიმართა ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია რომ სახელმწიფომ მიმართა და მიიღო ინფორმაცია", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა პროკურატურისთვის ლონდონიდან მიღებული პასუხი იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ ლონდონში „ეიჩესბისი" (HშBჩ) ბანკში „თიბისი" ბანკიდან გადარიცხული თანხა საეჭვოა და სავარაუდოა, რომ აღნიშნული თანხები კრიმინალურ საკუთრებას წარმოადგენს, კორძაძე პასუხობს, რომ საფუძველი ლონდონის შესაბამის ორგანოებს საქართველოდან მიმართვის შემდეგ გაუჩნდათ.

„ეს საფუძველი ლონდონის შესაბამის ორგანოებს საქართველოდან მიმართვის შემდეგ გაუჩნდათ, რომ მიმდინარეობს ფულის გათეთრებაზე საქმე. ზუსტად ეს პრეტენზია ჰქონდათ მამუკას და ბადრის, რომ იგზავნება მსგავსი ტიპის დოკუმენტები აქედან, რომელიც ლახავს მათ რეპუტაციას საზღვარგარეთ", - განაცხადა კორძაძემ.

წყარო: ნიუპოსტი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×