რეზონანსი
28.08.2019

  გორში, თენქგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მდებარე განათების კოშკურაზე მამაკაცი ავიდა, რომელიც გადმოხტომით იმუქრებოდა. „ნიუპოსტის" კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, სტადიონზე ოპერატიულად მივიდნენ მაშველები, რომლემაც დაითანხმეს მოქალაქე კოშკურიდან ჩამოსვლაზე.

შსს-ში გვითხრეს, რომ ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა, ფაქტზე გამოძიება დაწყებული არ არის.

ცნობისთვის, აღნიშნული პიროვენება ორი დღის წინ, სტალინის სახელობის კვერში არსებულ ნაძვზეც ავიდა. ის ხიდან მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც მაშველებმა ლუდი მიუტანეს. მსგავს მეთოდს აღნიშნულმა მოქალაქემ გასულ წლებშიც არაერთხელ მიმართა.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×