რეზონანსი
28.08.2019

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მრევლს მარიოამობის დღესასწაული სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ჩვენ, ქართველებს საუკუნეების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული დედა ღვთისმშობლის. უკვე 2019 წლის მაისიდან სახელმწიფო ოფიციალურად აღვნიშნავთ ამ დიდებულ მოვლენას. ამ გადაწყვეტილებას როდესაც ვიღებდით, ჩვენ ვგრძნობდით ქართული ეკლესიისა და ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. მადლობა სრულიად საქართველოს, ქართული ეკლესიის მრევლსა და მსოფლიო საქრისტიანოს ვულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: მარშალპრესი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×