რეზონანსი
28.08.2019

  პეკინის ქუჩაზე დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგმა ნათია ვასაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბავშვს სავარუდოდ ხვალ გაწერენ.

„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად პალატაში იმყოფება. ჩაუტარდა ოპერაცია. ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო. პაციენტი ჩვენთან, რომ შემოიყვანეს აქტიური სისხლდენა არ აღენიშენბოდა. ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. ადეკვატური და კონტაქტური. დღეს კლინიკაში დარჩება ხვალისთვის გაეწერება,"- განაცხადა ექიმმა.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა.

პოლიციამ პეკინის ქუჩაზე, მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×